სოციალური პროექტი
თემა: სკოლა და ოჯახი
პროექტის ხელმძღვანელი სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის, სოფელი ციხისძირის საჯარო სკოლის დაწყ|კლასების მასწავლებელი: მარინა ჩანთარია
პროექტის მონაწილენი: მე-4 კლასის მოსწავლეები
პროექტის ხანგრძლივობა: 2018-19 სასწ. წლის 5.10- დან, 1.04-მდე.
რესურსები:პროექტორი, ფოტოაპარატი, თაბახის ფურცლები, ინტერნეტი, კომპიუტერი;
პრობლემა|პროექტის აქტუალურობა:
სასკოლო განათლება არის დასაწყისი მომავალი ცხოვრებისათვის, სკოლაში სიარულით და განათლების მიღებით, ყალიბდება მოქალაქედ.
სკოლა და ოჯახი ურთიერთგანუყოფელი ნაწილი იყო და იქნება; ორივე ერთი ორგანიზმია, რის გარეშეც შეუძლებელია მომავალი თაობების აღზრდა და განათლება; არ შეიძლება ცალკე სკოლამ, ან ცალკე ოჯახმა გაზარდოს ბავშვი და ჩამოაყალიბოს სრულყოფილ ადამიანად; ხშირად გვსმენია, როდესაც პიროვნების საქციელი არაადეკვატურია, მიუღებელია საზოგადოებისათვის, ადანაშაულებენ სკოლას ან მშობლებს და ოჯახის სხვა წევრებს;
აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ პროექტის ფარგლებში სკოლისა და ოჯახის მჭიდრო, საქმიანი და ხშირი ურთიერთობები ( მშობელთა ხშირი ვიზიტი სკოლაში, მათი გაკვეთილზე დასწრება, ერთობლივი გასაუბრება მოასწავლესა და მშობელთან პირად საკითხებზე, დამრიგებლის ვიზიტი მოსწავლეთა ოჯახებში და სხვა აქტივობები)-- დაეხმერება სკოლას და ოჯახს, ცივილიზებული, განათლებული, კულტურული პიროვნების ჩამოყალიბებაში;
მ ი ზ ა ნ ი:
ე.ს.გ. ძელვადიანი მიზანი:
ოჯახისა და სკოლის ურთიერთობების გამყარება და პასუხისმგებლობის დონის ამაღლება, ოჯახის, როგორც ყველაზე მთავარი ჯგუფის საზოგადოებაში, სკოლათან მჭიდრო კავშირების დამყარება მოზარდი თაობის სწავლა-აღზრდაში წარმატების მისაღწევად;
ა მ ო ც ა ნ ა:
კლასის დამრიგებლის, მასწავლებლების, მშობლებისა და ოჯახის სხვა წევრების თანამშრომლობა;მტკიცე მეგობრული ,საქმიანი ურთიერთობების დამყარება;
განსახორციელებელი ამოცანები:
* მშობელთა ინფორმირებულობა (საუბრები, ინტერვიუ მოწვეულ სტუმართან, დამრიგებელთან და სხვა მასწავლებლებთან )
* დამრიგებლის შეხვედრა სსსმ.მოსწავლეთა მშობლებთან; (საუბარი სხვადასხვა საკითხებზე მშობლებთან და ოჯახის სხვა წევრებთან);
* სასკოლო ღონისძიებებზე მშობელთა დასწრება;
* საგაკვეთილო პროცესზე მშობლის დასწრება;
პროექტის მოკლე აღწერა:
კლასის დამრიგებელი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს გააცნობს სკოლის შინაგანაწესს, სადაც მოკლედ გაეცნობიან, როგორც მოსწავლის, ასევე მშობლების უფლებებს; მოეწყობა დისკუსია თემაზე " რა იწვევს სკოლისადმი მიკუთვნებულობის შემცირებას";
ბავშვები, რომლებიც ხშირად აცდენენ, მოდიან მოუმზადებლები გაკვეთილებზე, მასწავლებელი მათ მშობლებს სთხოვს გამოიჩინონ მეტი ყურადღება შვილების მიმართ, რეგულარულად ჩართონ საგაკვეთილო და სხვა კლასგარეშე ღონისძიებებში.
პროექტის ფარგლებში მშობლები ესწრებიან საკლასო ღონისძიებას მიძღვნილს დედის დღისადმი, ეცნობიან თავიანთი შვილების მიერ გაფორმებულ მისალოც ღია ბარათებს;
შემდეგ კი ხდება პრეზენტაცია და შეფასება;
მოსალოდნელი შედეგები:
პროექტის მიმდინარეობისას ჩამოყალიბდება თბილი გარემო სკოლასა და მშობლებს შორის, გაიზრდება მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში;
პროექტის მდგრადობა:
პროექტი მდგრადია, ვინაიდან იგი არსებობას გააგრძელებს შემდეგშიც, მშობლების რეგულარული ჩართულობა, საერთო სასკოლო და საკლასო საგანმანათლებლო პროცესში, დადებითად აისახება მოსწავლეთა შედეგებზე;
შედეგის მისაღწევი აქტივობები:
ა ქ ტ ი ვ ო ბ ა 1.
მოსწავლეები, მშობლებთან ერთად გაეცნენ სკოლის შინაგანაწესს: (მოსწავლეთა ქცევის კოდექსს, ზოგადად გაერკვნენ ბავშვთა, მშობელთა და მასწავლებლის უფლებებს და მოვალეობებში. კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა დისკუსია:
ა ქ ტ ი ვ ო ბ ა 2.
სკოლის სააქტო დარბაზში მოეწყო შეხვედრა; შეხვედრას ესწრებოდნენ მეოთხე კლასის მოსწავლეთა მშობლები, სკოლის დირექტორი, დამრიგებელი და სხვა მასწავლებლები, სადაც კლასის დამრიგებელმა წაიკითხა სტატია თემაზე: ” რა იწვევს სკოლისადმი მიკუთვნებულობის შემცირებას”; რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია აღნიშნული თემის ირგვლივ; მშობლების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს: სკოლის დირექტორმა, დირექტორის მოადგილემ, სამოქალაქო განათლების პედაგოგმა, კლასის დამრიგებელმა და სხვა მასწავლებლებმა;
ა ქ ტ ი ვ ო ბ ა 3. ჩატარდა საკლასო ღონისძიება, მიძღვნილი დედის დღისადმი; ღონისძიებაზე ბავშვებმა წარმოთქვეს ლექსები, დადგეს პიესა, გააფორმეს ღია ბრათები --დედებისთვის და ბებიებისთვის;
ა ქ ტ ი ვ ო ბ ა 4. დამრიგებელი და მასწავლებლები შეხვდნენ სსსმ. მოსწავლეთა მშობლებს და ისაუბრეს მათ საჭიროებებზე, გაეცნენ შვილების სწავლისა და განვითარების მონიტორინგს;
ა ქ ტ ი ვ ო ბ ა 5. მშობლები, რომელთა შვილების აკადემიური მაჩვენებელი დაბალია დაესწრნენ გაკვეთილებს და მასწავლებელთან ერთად დასახეს გზები შვილების აკადემიური წარმატების ასამაღლებლად.
პროექტის აქტივობები/მონიტორინგი:
1. მშობლებისთვის სკოლის შინაგანაწესის გაცნობა----- 5.10.2018
2. დისკუსია თემაზე: " რა იწვევს სკოლისადმი მიკუთვნებულობის შემცირებას"-30.01.2019
3. დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ---- 2.03.2019
4. სსსმ. მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა/გასაუბრება ---25.03.2019
5. მოსწავლეთა მშობლებთან ინდივიდუალური შეხვედრები და მათი გაკვეთილებზე დასწრება--- ყოველი თვის, ბოლო პარასკევს;
შეფასების კრიტერიუმები:
* მშობლებს შეუძლია მოპოვებული ინფორმაციის, რჩევების ადაპტაცია და მათი ადეკვატური გამოყენება;
* მშობლების თანამშრომლობა პედაგოგებთან, მონაწილეობა შვილების პრობლემების გადაჭრის მიღებაში;
* ყველა დავალების დროულად შესრულება, გაკვეთილებზე რეგულარული დაწრება.
შ ე დ ე გ ი:
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების ჩართულობით ხელი შეეწყო საგნების სწავლა-სწავლების პროცესსა და ურთირთიერთპატივისცემის, შემწყნარებლობის და თანასწორობის დამვიდრებას, განურჩევლად მათი სოციალური, ეთნიკური, რელიგიური და მსოფლმხედველობრივი კუთვნილებისა;
გაიზარდა მოსწავლეთა აკადემიური შედეგები;
დარეგულირდა ურთიერთობა მშობლებსა და კლასის დამრიგებელს შორის;
გაიზარდა მშობლების პასუხისმგებლობა შვილების აღზრდასთან დაკავშირებით;
პროექტის პასუხისმგებელი: მარინა ჩანთარია
სკოლის ადმინისტრაცია