ერთობა


                სოციალური პროექტი


პროექტის დასახელება:      რ თ ო ბ ა


  დაწყ.|კლასების მასწავლებელი მარინა ჩანთარია

პროქტში მონაწილენი:      მე-4 კლასის მოსწავლეები

პროექტის დასაწყისი-დასასრული: 2018-19 სასწ წლის 1 სემესტრის --5.11-დან- 1.12-მდე;

პრობლემის ანალიზი: 

    თანატოლებთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია მოზარდების პიროვნულ და სოციალურ განვითარებაში; მე-4 კლასში 18 მოსწავლეა,  მათგან 12 ბიჭია, ასაკის მატებასთან ერთად კლასში იმატა კონფლიქტურმა სიტუაციებმა; კლასში არის  ერთი მოსწავლე, რომლის დედა საზღვარგარეთ მუშაობს, მამას სხვა ცოლი ჰყავს ანუ ბავშვი დედინაცვლის ხელში იზრდება, ბავშვი ამას განიცდის, რაც აისახება მის ურთიერთობაში კლასელებთან, ხშირად ეუხეშება მათ და უპირისპირდება ფიზიკურადაც, კონფლიქტური სიტუაციები აქვს სხვებთანაც; მამა ხშირად ესაუბრება ბიჭის კლასელებს, მასწავლებლებს და დირექციის წარმომადგენლებს;  დახმარებას გვთხოვს.
   ჩემთვის ნათელი გახდა, რომ მოსწავლეებს აქვთ დაბალი სოციალური უნარ-ჩვევები, ამიტომ ვერ ახერხებენ ააგონ და შეინარჩუნონ პოზიტიური ურთიერთობები, არ იციან, როგორ იმეგობრონ ერთმანეთთან, რა მისაღები ფორმით მიიპყრონ მასწავლებლის ყურადღება. როგორ მართონ თავიანთი ემოციები; კლასში არსებულმა პრობლმებმა მიმიყვანა მოსწავლეებთან ერთად პროექტზე მუშაობის იდეამდე.

მიზანი:     
      დავეხმარო მოსწავლეებს სოციალური უნარ-ჩვევების ამაღლებაში; მათ შორის უმთავრესის -  თანაკლასელებთან ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.   

პროექტის ამოცანები:       
     პროექტის იდეის გაცნობა, ფსიქოლოგის შეხვედრა მოსწავლეებთან და მშობლებთან, ინტერვიუ პირად საკითხებზე, სტუმრის მოწვევა,  ფოტო-ალბომის შექმნა, პროექტის პრეზენტაცია.
მოსალოდნელი შედეგები: 
  მოსწავლეებმა უნდა შეძლონ ინდივიდებთან და ჯგუფებთან კომუნიკაცია, თანამშრომლობა, იყვნენ შემწყნარებლები, იცოდნენ როგორ გამოიყენონ საკუთარი და არ შეზღუდონ სხვისი უფლებები.

სამიზნე ჯგუფი:     მე-4 კლასის მოსწავლეები





ხელისშემშლელი         
ფაქტორები|შესაძლო რისკები:   შეიძლება არ მოვიდეს მშობელი ან სტუმარი



პროექტის განსახორციელებლად                   პასუხისმგებელი                              ვადები
საჭირო საქმიანობები____________________________________________________________

ამოცანა 1.  პროექტის იდეის გაცნობა:              მოსწავლე და მასწავლებელი       5.11          მოსწავლეები და მშობლები გაეცვნენ
პროექტის იდეას და ითანამშრომლეს მასწავლებელთან_________________________________________________________________

ამოცანა 2. ფსიქოლოგის შეხვედრა                               მასწავლებელი                  9.11                     მოსწავლეებან და მშობლებთან;საუბარი               ფსიქოლოგი
თემაზე: "გვიყვარდეს ერთმანეთი"

_________________________________________________________________________________

ამოცანა 3.ინტერვიუ პირად საკითხებზე:                     მასწავლებელი                 14.11             
        მოსწავლეებმა შეძლებისდაგვარად,                           მოსწავლეები
       გულახდილად უპასუხეს
       თანაკლასელთა შეკითხვებს.____________________________________________________

ამოცანა 4. სტუმრის მოწვევა:                                           მასწავლებელი                    
ჩვენი სკოლის სამოქალაქო განათლების                          მოსწავლები                   20.11
პედაგოგმა,  ნათია შიბდიროვმა ისაუბრა
მოსწავლეებთან თემაზე: ”თანატოლთა შორის
ურთირთიერთობები” - გაიმართა მცირე დისკუსია
კითხვა-პასუხის რეჟიმში სტუმარს, მშობლებსა
 და მოსწავლეებს შორის.___________________________________________________________

ამოცანა 5.  შეიქმნა აქტივობების ამსახველი                        მასწავლებელი                 22.11
ფოტო-ალბომი,                                                                           მოსწავლეები
რომელშიც აისახა პროექტზე
მუშაობის სიტუაციები.___________________________________________________________
   

ამოცანა 6. პროექტის პრეზენტაცია                                   მოსწავლე,
                                                                                              მასწავლებელი                    3.12                              ________________________________________________________________________________







პროექტის  ბიუჯეტი:
ოთახი შეხვედრებისთვის, კომპიუტერი                      სკოლის წილი
საკანცელარიო მასალა_____________________________________________________________


პროექტის მონიტორინგი|შეფასება;_________________________________________________                                    
პირველი შუალედური მონიტორინგი;______________________________________________                                         
მეორე შუალედური მონიტორინგი; ________________________________________________                                                
საბოლოო შეფასება;_______________________________________________________________                                                                               
                                                                                                                   
მოსწავლეთა დაკვირვების ცხრილი                                                                  შეფასებისკითხვარი
                  

კრიტერიუმები
საშუალოდ
მთლიანად
1
მოსწავლეებს თავისი წვლილი შეაქვთ პროექტით გათვალისწინებულ აქტივობებში;


2
მოსწავლეები თანამშრომლობენ ერთმანეთთან;


3
მოსწავლეები არ აცდენენ პროექტით გათვალისწინებულ შეხვედრებს და ცდილობენ იყვნენ მეგობრულები და კორექტულები;


    

მოსწავლეთა შეფასების ცხრილი

კრიტერიუმები
დიახ
არა
ხალისით ვმუშაობდი პროექტის აქტივობებზე


ვთანამშრომლობდი ჯგუფის ყველა წევრთან


გულახდილი ვიყავი დასმულ შეკითხვაზე პასუხისას;


სიამოვნებით ვიმუშავებდი კიდევ მსგავს პროექტებზე.


                                 
     
  მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი

კრიტერიუმები
დიახ
არა
პროექტის დაგეგმისას გავითვალისწინე მოსწავლეთა ინტერესები და შესაძლებლობები


მოვახერხე პროექტში ყველა მოსწავლის და მშობლის ჩასრთვა


მივაღწიე მოსალოდნელ შედეგს


პროექტი დასრულდა გაწერილ დროში



შ ე დ ე გ ი:
  მოსწავლეებში და მათ მშობლებში ინტერესი გამოიწვია მიმდინარე აქტივობებმა, რომლებსაც ხალისიანად ასრულებდნენ;
   მოსწავლეებს ჩამოუყალიბდათ თანამშრომლობისა და ურთიერთპატივისცემის უნარები;
    მოსწავლეებს გულახდილობისა და კეთილგანწყობილობის გრძნობა დაეუფლათ ერთმანეთის მიმართ;
    საპატიო მიზეზების გამო ზოგიერთი მშობელი ვერ ახერხებდა შეხვედრაზე სისტემატიურად დასწრებას; 


პროექტის პასუხისმგებელი: მარინა ჩანთარია

სკოლის ადმინისტრაცია





No comments:

Post a Comment