რელიგიური დღესასწაულები


სოციალური პროექტი


თემა: დღესასწაულები  


პროექტის ხელმძღვანელი: დაწყებითი კლასების მასწავლებელი მარინა ჩანთარია

პროექტის მონაწილენი: მე-4 კლასის მოსწავლეები

პროექტის ხანგრძლივობა:
2018-19 სასწავლო წლის 10 დეკემბრი --  25 მარტი ;

რესურსები: ფოტო-ვიდეო მასალა, ინტერნეტი,  კომპიუტერი, პროექტორი, თაბახის ფურცლები;

პროექტის აქტუალურობა:

      საქართველოში  დღესასწაულებს დიდი სიხარულით ავღნიშნავთ ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ სხვდასხვა ეროვნების ადამიანებს სხვადასხვა ტრადიციები აქვთ, ყველა, ვინც ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, პატივს ვცემთ ერთმანეთის ტრადიციებს.
      მიმაჩნია , რომ ასეთი დამოკიდებულება ეროვნებებს შორის სამაგალითოა მომავალი თაობის აღზრდისათვის, რისთვისაც გადავწყვიტე პროექტის ფარგლებში  მოსწავლეთათვის გამეცნო, ის მდიდარი ხალხური ტრადიციები, რაც ჩვენმა წინაპრებმა შეგვიქმნეს და დაგვიტოვეს. 


მიზანი: ე. ს გ. 
გრძელვადიანი მიზანი:
    ქართველ და აზერბაიჯანელ მოსწავლეთა შორის, ეროვნული ტრადიციების ურთიერთგაზიარებით  შეძლონ,  მეგობრობის,  დიდი სიყვარულის, ერთგულების გამოხატვის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება და განმტკიცება, რათა მათ შთამომავლობას გადასცენ.


ამოცანა: 

    სადღესასწაულო ზეიმები,  კვლევები, ილუსტრირებული წიგნების კითხვა და დათვალოერება, კინო - სურათის  ყურება., დისკუსია -- არის  ეროვნებებს შორის,  ტრადიციების,  ურთიერთპატივისცების გრძნობის გაღვივების საწინდარი.


განსახორციელებელი ამოცანები, პროექტის მოკლე აღწერა:

    პროექტის თემისა და მიზნის გაცნობის შემდეგ ხდება მოსწავლეთათვის მოვალეობების გადანაწილება, პროექტის შინაარსიდან გამომდინარე, შედეგების გაფორმება ბუკლეტის სახით - (მასალები: დაწერე, დააწაბე, დახატე - რაც საჭიროდ მიგაჩნია);
   აგრეთვე მოსწავლეები ტრადიიცისამებრ, მიიღებენ მონაწილეობას შობა-ახალი წლის ღონისძიებაზე, (პროგრამა: ქართული ხალხური ცეკვბი, სიმღერები, თეატრალური წარმოდგენები); 
   მცირე დისკუსია გაიმართება სხვადასხვა ეროვნების (ქართველი, ოსი, ასირიელი, აზერბაიჯანელი და სხვა..) მოწვეულ სტუმრებთან  --  კითხვა-პასუხის რეჟიმში;
   კინო-სურათის ყურება-ამსახველი ქართველების ეროვნული ტრადიციების, კუთხეების მიხედვით: (ქართლ-კახეთი, იმერეთი, გურია, სამეგრელო, მთიულეთი და სხვა);
   ერთობლივი დათვალიერება და კითხვა ილუსტრირებული წიგნის, რომელიც ასახავს ჩვენი ქვეყნის ტრადიციებს;
   კვლევა, გამოკითხვა აზერბაიჯანელ მოსახლეობასთან -- "ბაირამობის" დღესასწაულის შესახებ;
   ამის შემდეგ მოსწავლეები იწყებენ დამოუკიდებელ მუშაობას.

 ა ქ ტ ი ვ ო ბ ა 1-ლი.
    მასწავლებელი მოსწავლეებთან და მოწვეულ სტუმრებთან: ჩვენი სკოლის პედაგოგებთან - გულო ბაბაევთან, ლალი ოსიპოვთან და მოსწავლეთა მშობლებთან - ერთად უყურეს კინო-ფილმს, ჩვენი სამშობლოს  ტრადიციული ადათ-წესების შესახებ; კერძოდ,  ძველად, შობის დღესასწაულზე, მგალობლები თითოეულ ჭიშკართან ჩერდებოდნენ და ოჯახებს ქრისტეშობას ულოცაბდნენ. მათ თან ჰქონდათ კალათები, რომლებსაც მოსახლეობა სანოვაგით, ტკბილეულითა და სხვადასხავა ნივთებით ავსებდა, შეგროვილ შესაწირს გაჭირვებულებს ურიგებდნენ, სწორედ ქველმოქმედება დაედო საფუძვლად ალილოს ტრადიციას; აგრეთვე ერთობლივად დაათვალიერეს და წაიკითხეს ილუსტრირებული წიგნიდან საინტერესო მასალები, რომელიც ასახავს სხვადასხვა კუთხეების წეს-ჩვეულებებს;
შემდეგ გაიმართა მცირე დისკუსია კითხვა პასუხის რეჟიმში: 
      
           *  როგორ სრულდება ეს ტრადიციები დღეს?
           * სხვა ტრადიციების შესახებ თუ გსმენიათ?
           * რომელი დღესასწაულები აღინიშნება საქართველოში? შენს სოფელში?



            

  
 ა ქ ტ ი ვ ო ბ ა  2. მასწალებელმა მოსწავლეებს  სთხოვა დაესახელებინა, ის ტრადიციული დღესასწაულები, რაც იციან და ჩამონათვალი  დააფიქსირა დაფაზე, მოსწავლეებმა მოკლედ დაახასიათეს თითოეული მათგანი, მასწავლებელი ეხმარებოდა  მათ ინფორმაციის გახსენებასა და სრულყოფაში.


ა ქ ტ ი ვ ო ბ ა  3.  მოსწავლეებმა ჯგუფებში, რეგულარულად დაწერეს ლოზუნგები, ბუკლეტები - თემასთან დაკავშირებით და გააფორმეს საკუთარი ჩანახატებით და   ფოტოებით: ( მიყვარს შობა-ახალი წელი , ჩვენ სტუმართმოყვარენი ვართ, გემრიელია ქართული  და აზერბაიჯანული კერძები, მიხარია ბაირამობის დაწყება და სხვა);








ა ქ ტ ი ვ ო ბ ა 4.   მოსწავლეებმა დახატეს და საკლასო ოთახში გააკრეს საახალწლო ნამუშევრები;  ჯგუფებად დაყოფილმა მოსწავლეებმა  გააკეთეს ბუკლეტის დემონსტრირება, მანამდე გაცნობილ პრეზენტაციის და შეფასების კრიტერიუმების მიხედვით; შეფასდა ბუკლეტისა და ნახატების გაფორმება და პრეზენტაცია;
 იხ. ფოტოები:






                 





ა ქ ტ ი ვ ო ბ ა 5. ჩატარდა შობა- ახალი წლის საკლასო ღონისძიება, მოსწავლეებმა წარმოთქვეს ლექსები, შეასრულეს ქართულ ხალხური სიმღები  და ცეკვები, აგრეთვე სპექტაკლში გაითამაშეს;











ა ქ ტ ი ვ ო ბ ა 6. მოსწავლეთა ერთმა ჯგუფმა მასწავლებელთან ერთად  გამოიკვლია აზერბაიჯანლების დღესასწაულის  - ბაირამობის შესახებ;  გამოკითხვის შედეგად გააკეთეს ჩანაწერები, რაც დააფიქსირეს შექმნილ ბუკლეტებში და შესაბამისი ნახატებით გააფორმეს;
 ამ თემაზე სასაუბროდ ინტრევიუ  ბავშვებმა სთხოვეს, ჩვენი სკოლის პედაგოგს-ეროვნებით აზერბაიჯანელს - ქ-ნ გულნაზ ბაბაევს, რობელმაც დეტალურად გააცნო, თუ რატომ ზეიმობენ ე.წ. ბაირამობას გაზაფხულზე, რომელსაც მეორენაირად ახალი წელი ჰქვია;
   გაზაფხულის მოსვლასთან ერთად ბუნება იღვიძებს, ამ დღესასწაულის მიმდინარეობა ოთხ ნაწილად იყოფა: მიწის, ქარის, წყლის და ცეცხლის გაღვიძება, იწყება 1 მარტიდან და დასასრული 21 მარტს არის, როცა დღე და ღამე თანაბრდება; ამ პერიოდის განმავლობაში ყოველ სამშაბათობით ოჯახის წევრები და მოწვეული სტუმრები ერთად აღნიშნავენ ხოლმე,  გაშლილ სუფრასთან: აგემოვნებენ საგანგებოდ მომზადებულ კერძებს , ყველანარ ხილს, ბოსტნეულსა და ტკბილეულს --აღნიშნა გულო მასწავლებელმა;








შ ე დ ე გ ი: 
   
     თითოეულმა ჯგუფმა  შექმნა ბუკლეტი ინფორმაციითა და ჩანახატებით, მოსწავლეებს გამოუმუშავდათ  სამშობლოში -- ყველა ტრადიციების ერთიანობის, ურთიერთპატივისცემის და სიყვარულის  დანახვის უნარი.
 გაიგეს, რომ საქართველო სტუმართმოყვარე ქვეყანაა და რომ ჩვენთან სტუმრად მოსულ მტერსაც კი პატივით ხვდებოდნენ და მის უსაფრთხოებას იცავდნენ; აგრეთვე გაეცნენ
თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს ქართულ სუფრას, რომ მთავარი ჭამა-სმა არასოდეს ყოფილა, რომ სუფრასთან ყველა ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი ლექსი, სიმღერა, ანდაზა გამოეყენებინა და სადნღეგრძელო გაემდიდრებინა;
    მოსწავლეებმა შეიტყვეს, რომ ქველმოქმედება დაედო საფუძვლად შობის დღესასწაულზე  ალილოს ტრადიციას, დღესაც ალილოს მსვლელობას შეუძლია ნებისმიერ მსურველს შეუერთდეს, რომელიც მართლაც დაუვიწყარი სანახაობაა; აგრეთვე შეიტყვეს მეკვლეობის შესახებ;
    ქართული და აზებაიჯანული ტრადიციები ერთმანეთს დაუკავშირეს და გაიზიარეს.


პროექტის  შუალედური  მონიტორიგი (თვე და რიცხვი) და საბოლოო შეფასება:

1-ლი შუალედური      
მონიტორინგი                                10.12                    1-ლი და მე-2 აქტივობა                                                              

მე-2 შუალედური
მონიტორინგი                                17.12                    მე-3 და მე-4 აქტივობა                 

მე-3 შუალედური
მონიტორინგი                                28.12                    მე-5 აქტივობა

მე-4 შუალედური
მონიტორინგი                                5.03 -21.03                     მე-6 აქტივობა

საბოლოო შეფასება
პრეზენტაცია                                   


შეფასების კრიტერიუმები:

ინფორმაციის სისწორე სიცხადე
რამდენად სწორად წარმოადგინა პრეზენტატორმა სამუშაო
ჯგუფის წევრების თანამშრომლობა
ბუკლეტის გაფორმება
პროექტის შეფასება


პროექტის პასუხისმგებელი: მარინა ჩანთარია

სკოლის ადმინისტრაცია




                                                                                                             















     
  


     

  




















No comments:

Post a Comment