სოციალური პროექტი
თემა: მშობლიური მხარე
პროექტის ხელმძღვანელი: სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის, სოფელი ციხისირის საჯარო სკოლის დაწყ/კლასების პედაგოგი: მარინა ჩანთარია
პროექტის მონაწილენი: მე-4 კლასის მოსწავლეები
პროექტის ხანგრძლივობა: 2018-19 სასწავლო წლის 10 მაისი -- 26 მაისი;
რესურსები: პროექტორი, ფოტოაპარატი, თაბახის ფურცლები, ინტერნეტი, კომპიუტრი, მიკროავტობუსი;
პროექტის აქტუალურობა:
სამშობლო ყოველთვის იყო, არის და იქნება ყველა საღად მოაზროვნე ადამიანისათვის უპირველესი. ოდითგან, სწორედ სამშობლოს სიყვარულსა და მის ერთიანობას სწირავდა თავს უამრავი მამულიშვილი; სიყვარულით სავსე გულებით აშენებდნენ ქალაქებსა და სოფლებს, სწავლობდნენ, შრომობდნენ, ზრდიდნენ მომავალ თაობებს და უნერგავდნენ იგივეს, რასაც თვითონ განიცდიდნენ;
დღესაც , სკოლიდანვე ეზიარება ბავშვი ამ სიყვარულს, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვება ხოლმე; მოსწავლეები, როგორც თეორიულად , ისე თავიანთი თვალით ეცნობიან(ექსკურსია, ლაშქრობა და სხვა)- მშობლიურ მხარეს, სწავლობენ მის წარსულსა და აწმყოს, ზრუნავენ მის მომავალზე;
მიმაჩნია, რომ პროექტის ფარგლებში ლაშქრობის, ექსკურსიის მოწყობა სხვადასხვა ადგილებში (მუზეუმში, თეატრში და სხვა ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად), ადრეული ასაკიდანვე დაეხმარება მოსწავლეებს, რათა უკეთ შეიცნონ მშობლიური მხარე, უფრო ახლოს გაიცნონ ჩვენი ქვეყანა;
მიზანი: ე.ს.გ.
გრძელვადიანი მიზანი: სამშობლოს ღირსშესანიშნავი ადგილების დათვალიერებით, მოსწავლეებში პატრიოტული გრძნობის და ინტერესის გაღვივება სამშობლოს წარსულისადმი;
ა მ ო ც ა ნ ა: ექსკურსიების, ლაშქრობების ფიტო და ვიდეო მასალის ასახვით, საკუთარი ჩანახატებითა და საინფორმაციო ბროშურების შექმნის გზით -- მშობლიური მხრეების, მისი კულტურის, სახელოვანი მამულიშვილების უკეთ გაცნობა;
განსახორციელებელი ამოცანები:
* აგროვებს მონაცემებს განსხვავებული წყაროებიდან (მაგ. ფოტოები, ილუსტრაციები, უშუალი დაკვირვება; შედეგებს წარმოადგენს;
* აღწერს -- ლაშქრობაზე, ექსკურსიაზე ნანახს და წარმოადგენს ჩანახატის ან ბროშურის სახით;
* პროექტის მონიტორინგი და შეფასება:
* პროექტის პრეზენტაცია;
პროექტის მოკლე აღწერა:
პროექტის თემისა და მიზნის გაცნობის შემდეგ, მოსწავლეებთან ერთად მასწავლებელი დაგეგმავს მიმდინარე ლაშქრობას ან ექსკურსიას; პროექტის შინაარსიდან გამომდინარე მოსწავლეები გააფორმებენ ბუკლეტებს შესაბამისი ჩანახატებით;
ლაშქრობაზე და ექსკურსიაზე გადაიღებენ ფოტოებს ღირსეშანიშნავი ადგილებისას, რომელსაც საჭიროდ ჩათვლიან;
ინტერნეტში მოიძიებენ აღნიშნულ ადგილებს და სიღრმისეულად გაეცნობიან, ბუკლეტებში მოინიშნავენ მათთვის საინტერესო ეპიზოდებს და დაუკავშირებენ თვალით ნანახს:
შემდეგ კი მოხდება ერთმანეთთან შთაბეჭდილებების გაზიარება , პრეზენტაცია და ურთიერთშეფასება;
მოსალოდნელი შედეგები:
პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეები შეძლებენ, თანამშრომლობითი უნარების, ტექნოლოგიების გამოყენების, ექსკურსიებებზე და ლაშქრობებზე გარემოსთან ურთიერთობის უნარ-ჩვევების განვითარებას;
გაეცნობიან იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის საინტერესო მასალებსა და ფაქტებს;
გაეცნობიან იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის საინტერესო მასალებსა და ფაქტებს;
პროექტის მდგრადობა:
პროექტი მდგრადია, ვინაიდან იგი არსებობას გააგრძელებს შემდეგშიც; მოსწავლეები კიდევ უფრო დაინტერესდებიან უკვე სხვა ადგილების ხილვით, საკუთარი სამშობლოს ტერიტორიაზე, რათა უკეთ შეიმეცნონ და ერთმანეთს გაუზიარონ შთაბეჭდილებები;
შედეგის მისაღწევი აქტივობები:
აქტივობა 1.
პროექტის თემისა და მიზნის გაცნობისათვის მასწავლებელი გაკვეთილების შემდეგ შეხვდა მოსწავლეებს და ერთად დაგეგმეს ექსკურსია გამოჩენილი ქართველი მწერლის "დედაენის" ავტორის -- იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის დასათვალიერებლად -- სოფელ ვარიანში; მათ ეს იდეა გააცნეს მშობლებს და დათქვეს გამგზავრების თარიღი;
აქტივობა 2.
გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე მოსწავლეებს მასწავლებელმა უჩვენა დოკუმენტური ფილმი, რომელიც იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებას და მოღვაწეობას აღწერდა; შემდეგ გაიმართა მცირე დისკუსია ნანახის შესახებ კითხვა-პასუხის რეჟიმში;
აქტივობა 3.
აქტივობა 3.
მოსწავლეებმა მასწავლებლის დახმარებით ინტერნეტით მოძიებული ფოტოები დაათვალიერებინეს დამსწრე, მოწვეულ სტუმრებს ( მშობლებს და მასწავლებლებლებს), რომელიც ასახავდა გოგებაშვილის სახლ- მუზეუმის ამსახველ ადგილებს;
აქტივობა 4.
დათქმულ დღეს მიკროავტობუსით მასწავლებელი, მოსწავლეები და რამდენიმე მშობელი გაემგზავრნენ სოფელ ვარიანში, მოსწავლეებმა დაათვალიერეს იაკობ გოგე ბაშვილის სახლ-მუზეუმი, ექსკურსიამძღოლმა დეტალურად გააცნო მათ მუზეუმში საჩვენებლად გამოფენილი საგნები და ესაუბრა იაკობის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, მის ქველმოქმედებაზე და შემოქმედაებაზე; მოსწავლეებმა შეავსეს გოგებაშვილის ისტორია ინტერნეტში მოძიებული მასალით.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთარი ნამუშევრები , რომელიც მათ დამოუკიდებლად აწარმოეს პროექტის მსვლელობისას და კლასში მოაწყვეს მინი-მუზეუმი (ბუკლეტები ჩანახატებით გაფორმებული და ფოტო-სურათები) და გამართეს პრეზენტაცია;
პროექტის აქტივობები / მონიტორინგი:
1. თემისა და მიზნის გაცნობა
10.05
2. დოკუმენტური ფილმის ჩვენება
15.05
3.ინტერნეტით მოძიებული ფოტოებით და ჩანახატებით მინი- მუზეუმის მოწყობა კლასში:
16.05-22.05
4. ექსკურსია იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში;
25.05
5. ნამუშევრების პრეზენტაცია, შეფასება;
26.05
შეფასების კრიტერიუმები:
* მოსწავლეს შეუძლია მოპოვებული ინფორმაციის, რჩევების ადაპტირება და მათი ადეკვატური გამოყენება;
* შესანიშნავად უგებს ჯგუფის წევრებს, თანამშრომლობს მათთან და ყოველთვის ღებულობს მონაწილეობას საერთო გადაწყვეტილების მიღებაში;
* მოსწავლე უმიზეზოდ არ აცდენს შეხვედრებს, ყველა დავალებას დროულად ასრულებს, მისი სამუშაო რესურსები მოწესრიგებულია;
შ ე დ ე გ ი:
*პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა განივითარეს ტექნოლოგიების გამოყენებისა და თანამშრომლობის, გარემოსთან ურთიერთობის უნარ-ჩვევები;
* დაათვალიერეს იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი, თვალნათლივ იხილეს მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მასალა; აგრეთვე გაეცვნენ მუზეუმში ქცევის წესებს;
*კლასში მოაწყვეს მინიმუზეუმი, შთაბეჭდილების ამსახველი ჩანახატებითა და ფოტოებით;
* თითოეულ მათგანს დაეუფლა სიამაყის გრძნობა სამშობლოს წარსულის შესახებ;
შ ე დ ე გ ი:
*პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა განივითარეს ტექნოლოგიების გამოყენებისა და თანამშრომლობის, გარემოსთან ურთიერთობის უნარ-ჩვევები;
* დაათვალიერეს იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი, თვალნათლივ იხილეს მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მასალა; აგრეთვე გაეცვნენ მუზეუმში ქცევის წესებს;
*კლასში მოაწყვეს მინიმუზეუმი, შთაბეჭდილების ამსახველი ჩანახატებითა და ფოტოებით;
* თითოეულ მათგანს დაეუფლა სიამაყის გრძნობა სამშობლოს წარსულის შესახებ;
პროექტის პასუხისმგებელი: მარინა ჩანთაარია
სკოლის ადმინისტრაცია
No comments:
Post a Comment