სოციალური პროექტი
თემა: კეთილი საქმეები
პროექტის ხელმძღვანელი: დაწყებითი კლასების პედაგოგი მარინა ჩანთარია
პროექტის მონაწილენი: მე-4 კლასის მოსწავლეები;
პროექტის ხანგრძლივობა 2018-19 სასწავლო წლის 15/11 -- 5/12 .
რესურსები: თაბახის ფურცლები, ფოტო მასალა, ინტერნეტი, კომპიუტერი;
პრობლემა/პროექტის აქტუალურობა:
ცნობილია, რომ მოზარდებში ურთიერთობების ჩამოყალიბების პროცესი მიმდინარეობს მისი სკოლაში სწავლის გრძელვადიან დროის განმავლობაში; ეს პროცესი მეტად აქტუალურია, რადგან ბავშვები იძენენ, როგორც დადებით, ისე უარყოფით უნარ-ჩვევებს;
აღსანიშნავია ორი გარემო: სკოლისა და სახლის , სადაც ბავშვი იზრდება და ვითარდება;
მიმაჩნია, რომ სხვადასხვა აღმზრდელობითი ღონისძიებები, მიმართული სასიკეთო ურიერთობების ჩამოსაყალიბებლად, მოსწავლეთა ცნობიერების დონის ამაღლებას შეუწყობს ხელს და განაწყობს მათ სასიკეთო საქმეების კეთებისთვის.
სტანდარტი: ე. ს გ.
პროექტის მიზნები/შედეგები:
·
სასკოლო და
საკლასო გარემოს გაუმჯობესებისა და სხვებზე ზრუნვისკენ მიმართული უნარების განვითარება;
მ * მოსწავლეების მიერ დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე პროდუქტების შექმნა ( ლოზუნგები, "სიკეთის ჟურნალი", "სიკეთის ხე", ფოტო მასალა).
მ * მოსწავლეების მიერ დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე პროდუქტების შექმნა ( ლოზუნგები, "სიკეთის ჟურნალი", "სიკეთის ხე", ფოტო მასალა).
· * ტოლერანტობის გაზრდა მრავალფეროვანი
ჯგუფების მიმართ;
პროექტის მდგრადობა:
პროექტი მდგრადია, ვინაიდან იგი არსებობას გააგრძელებს შემდეგაც. კეთილი საქმეების კეთება მუდმივად უნდა ხდებოდეს მთელი სიცოცხლის განმავლობაში;
მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლეებმა უნდა შეძლონ ერთმანეთთან კომუნიკაცია, თანამშრომლობა, ერთმანეთის სიხარულისა და წყენის გაზიარება.
ა ქ ტ ი ვ ო ბ ა 1.
მასწავლებელი ესაუბრა მოსწავლეებს ემოციების შესახებ, აღნიშნა, რომ რაც უფრო უკეთ შეგვიძლია საკუთარი და სხვისი ემოციების ამოცნობა, მით მეტად
შევძლებთ თავის მართვას და სხვათა დახმარებასაც. ეს კი აუცილებელი უნარია მეგობრებთან
ურთიერთობის დამყარებისა და შენარჩუნებისთვის.
ა ქ ტ ი ვ ო ბ ა 2. ”ამოიცანი ემოცია” (ინფორმაციის მიწოდება)
ა ქ ტ ი ვ ო ბ ა 2. ”ამოიცანი ემოცია” (ინფორმაციის მიწოდება)
მოსწავლეები მასწავლებელმა დასხა წრეზე, წაუკითხა სიტუაცია - ”ბარათები სიტუაციებით”-დან და შესთავაზა ბარათი შესაბამისი ილუსტრაციით,
მოსწავლეებს დარიგებული ჰქონდათ ბარათები სხვადასხვა
ემოციათა სახელწოდებით. მაგ. მოწყენილი, მხიარული, შეშინებული, შეშფოთებული, გაბრაზებული,
ამაყი, ბედნიერი. მოსწავლეებმა უპასუხეს შეკითხვებზე:
ბავშვებმა ამოირჩიეს შესაბამის ბარათი, აჩვენეს ჯგუფს და დაასახელეს. ასეთ დროს ბავშვები დააკვირდნენ, რომ ადამიანებს ერთსა და იმავე სიტუაციაში შეიძლება სხვადასხვა ემოციები გაუჩნდეთ.
დანართი 1. ბარათები სიტუაციებით:
ბავშვებმა ამოირჩიეს შესაბამის ბარათი, აჩვენეს ჯგუფს და დაასახელეს. ასეთ დროს ბავშვები დააკვირდნენ, რომ ადამიანებს ერთსა და იმავე სიტუაციაში შეიძლება სხვადასხვა ემოციები გაუჩნდეთ.
დანართი 1. ბარათები სიტუაციებით:
· მას დაბადების დღე აქვს და სტუმრებს ელოდება;
·
ბავშვი დავარდა და ხელი იტკინა;
·
სურს, რომ უფროსებმა ახალი სათამაშო უყიდონ;
·
სკოლაშია და მოშივდა;
·
მიდის სტუმრად ახალგადმოსულ თანაკლასელთან;
·
ყური სტკივა და სიცხე აქვს;
·
მასწავლებელმა მისცა შენიშვნა;
·
ქურთუკს იცვამს და ელვა გაეჭედა შეკვრის დროს;
·
სკოლაში დედას ელოდება, რომელიც აგვიანებს.
ა ქ ტ ი ვ ო ბ ა 3.
მას შემდეგ, რაც მასწავლებელმა მიაწოდა ინფორმაცია ემოციის შესახებ, მოეწყო მცირე დისკუსია, თუ როგორმა ქცევამ|კეთილმა საქმემ შეიძლება დაგვაყენოს
კარგ ხასიათზე და ზოგადად, კლასში რომ შეიქმნას კარგი კლიმატი.
ა ქ ტ ი ვ ო ბ ა 4.
მოხდა იდეების გენერირება
და შემდეგ კლასში გაიკრა კეთილი საქმეების ჩამონათვალი, საიდანაც მოსწავლეებმა თავად
აირჩიეს მათთვის სასურველი კეთილი საქმე:
შესაძლოა იყოს:
·
ღიმილიანი მისალმება ნანობებისადმი;
·
კარის დაჭერა ვინმესთვის, ვინც ოთახში შემოდის;
·
მოწყენილი მეგობრისათვის სასაცილო ამბის მოყოლა;
·
კარგი სურათებით ბარათების დატოვება თანაკლესელის მერხზე
ან ბიბლიოთეკის წიგნში:
·
ასაკოვანი დამიანის ბავშვობის ისტორიით დაინტერესება,
მათი მოსმენა;
·
მეგობრისთვის კომპლიმენტის თქმა;
·
ოჯახის წევრებისთვის დახმარების გაწევა მაგიდის გაშლასა
და ალაგებაში;
·
ოჯახის წევრებისთვის ლოგინის გაშლა-ალაგება;
·
დაფის გაწმენდა, კლასის მოწესრიგება მანამ, სანამ ამის
გაკეთებას ვინმე დაგავალებს;
·
ყვავილების მორწყვა;
·
ყვავილებისა და ხეების დარგვაში მონაწილეობის მიღება;
·
სკოლამდელთათვის წიგნების წაკითხვა ან საყვარელი თამაშობების
სწავლება;
·
სანიშნების დამზადება ბიბლიოთეკისთვის და სხვა.
საქმიანობის შემდეგ რეფლექსია - მოსწავლეებმა გაანალიზეს ის, თუ რა განცდებს იწვევს მათში ის ადამიანები, ვისაც ეს
შეეხო.
ა ქ ტ ი ვ ო ბ ა 5.
რეფლექსიისთვის სპეციალური ჟურნალი გააკეთეს: ”სიკეთის ჟურნალი”
რომელიც შეიცავს შემდეგ პუნქტებს:
·
კვირის განმავლობაში რა კეთილი საქმის გაკეთრება შემიძლია
ჩემი კლასელისთვის
| სკოლისთვის ;
| სკოლისთვის ;
·
მოიფიქრეთ და დახატეთ რა კეთილი საქმის გაკეთება შეგიძლიათ
კვირის განმავლობაში;
·
რას გრძნობთ, როცა სიკეთეს გიკეთებენ;
·
დახატეთ რა სიკეთე გააკეთა სხვა ადამიანმა თქვენთვის;
აღნიშნული ჟურნალი მოსწავლეებმა დამოუკიდებლად აწარმოეს, თუმცა ზოგად საკითხებზე მასწავლებელმა კლასში მოაწყო დისკუსია.
ჟურნალის ნაცვლად ზოგიერთებმა მათ მიერ გაკეთებული კეთილი საქმეები დახატა, დაწერეს და ჩააკრეს წინასწარ შექმნილ სიკეთის ხეზე; ზოგმა გააკეთა კალენდარი,
სადაც ჩაწერა დღეების მიხედვით, მათ მიერ გაკეთებული კეთილი საქმეები.
სადაც ჩაწერა დღეების მიხედვით, მათ მიერ გაკეთებული კეთილი საქმეები.
ორშაბათი
|
სამშაბათი
|
ოთხშაბათი
|
ხუთშაბათი
|
პარასკევი
|
შაბათი
|
კვირა
|
პროექტის მსვლელობისას მასწავლებელმა მოახდინა დაკვირვება მოსწავლეთა ჯგუფების მუშაობაზე, ასახა მიღწეული შედეგი, რათა მონიტორინგი გაეწია სამუშაოს მსვლელობისათვის. აგრეთვე ასახა ფოტო
და ვიდეო მასალა: პროექტი დასრულებისას შეფასდა
განმავითარებელი ხასიათის შეფასების რუბრიკით;
პროექტის მონიტორინგი/ შეფასება
პროექტის აქტივობები
|
კრიტერიუმები
|
როდის (თვე და რიცხვი)
|
მონიტორინგი
|
საუბარი "ამოიცანი ემოცია" |
მოსწავლეს
შეუძლია მოპოვებული ინფორმაციის, რჩევების ადაპტირება და მათი ადეკვატური გამოყენება.
|
15/11 -16/11 პროექტზე მუშაობის 1-ლი და მე-2 აქტივობები |
პირველი შუალედური მონიტორინგი |
მცირე დისკუსია |
შესანიშნავად
უგებს ჯგუფის წევრებს, თანამშრომლობს მათთან და ყოველთვის ღებულობს მონაწილეობას
საერთო გადაწყვეტილების მიღებაში
|
19/11--22/11; პროექტზე მუშაობის მე-3, მე-4 აქტივობები |
მეორე შუალედური მონიტორინგი |
"სიკეთის ჟურნალი",
"სიკეთის ხე" |
მოსწავლე
უმიზეოდ არ აცდენს ჯგუფის შეხვედრებს, ყველა დავალებას დროულად ასრულებს, მისი სამუშაო
რესურსები მოწესრიგებულია
|
26/11--3/12 პროექტზე მუშაობის მე-5, მე-6 -აქტივობა |
საბოლოო
შეფასება |
შ ე დ ე გ ი:
მოსწავლეებს ჩამოუყალიბდათ სასკოლო და საკლასო გარემოს გაუმჯობესებისა და სხვებზე ზრუნვისკენ მიმართული უნარ-ჩვევები;
მოსწავლეებს დაეუფლათ, ერთმანეთთან კომუნიკაციის გზითა და თანამშრომლობით, ურთიერთ სიხარულისა და წყენის გაზიარების გრძნობა.
შეძლეს მიღებული ინფორმაციის საფუძველზე პრაქტიკული სამუშაოების შესრულება და გამოყენება.
No comments:
Post a Comment