ჩვენი სოფელი და ენის ბარიერი


                                                                                   სოციალური პროექტი    

ჩვენი სოფელი  და ენის ბარიერი  


პროექტის ხელმძღვანელი:   სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის, სოფელი ციხისძირის საჯარო სკოლის დაწყ|კლასების პედაგოგი - მარინა ჩანთარია

პროექტის მონაწილენი - მე-4 კლასის მოსწავლეები
პროექტის ხანგრძლივობა -  დასაწყისი 2018-19 სასწ. წლის 20 სექტემბერი --19 ოქტომბერი;
რესურსები - თაბახის ფურცლები, ფოტო- ვიდეო მასალა, ინტერნეტი, კომპიუტერი;

პროექტის აქტუალურობა:
     
ქართული ენისადმი დამოკიდებულება აზერბაიჯანელ მოსწავლეებთან დამაკმაყოფილებელია, მიუხედავად ამისა მოსწავლეთა უმრავლესობას უჭირს სამეტყველო ენა, რადგანაც  სკოლაში შემოსლისას არ იციან ქართულად საუბარი, ისინი მხოლოდ აზერბაიჯანულად მეტყველებენ, რაც მეტად ართულებს საგნების სწავლების განვითარებას და ხელს უშლის სწავლის პროცესს;
    მიმაჩნია, რომ პროექტის ფარგლებში, ექსკურსიების მოწყობა,  ლაშქრობები და სხვა ღონისძიებები, მიმართული ურთიერთობისკენ -   მოსწავლეებსა და მათ მშობლებს  დაეხმარება ქართული ენის საჭიროების მკვეთრად დანახვში,  ლექსიკური მარაგის გამდიდრებასა და ენობრივი კონსტრუქციების დახვეწაში; დახვეწენ გამოთქმებს, სწორად წერის უნარებს და გამოყოფენ ძირითად გრამატიკულ ერთეულებს, შექმნიან ბროშურებს ქართულად მშობლიური  ქალაქის თუ სოფლის ღირსშენანიშნაობების ინფორმაციის ასახვით, აგრეთვე საკუთარი ნახატებით გააფორმებენ;

მიზანი:   ე. ს.გ.
  აზერბაიჯანელ მოსწავლეებში ენობრივი კომპეტენციების განვითარება, ენობრივი ბარიერის გადალახვა.
არსებული მდგომარეობა: 
მოსწავლეებს შეუძლიათ ქართულად წერა-კითხვა, საუბარი, ფლობენ გაუგებარ სიტყვათა სალაროს გამოყენების უნარს,  აკვირდებიან და აღწერენ არსებულ გარემოს, ასრულებენ მარტივ ჩანახატებს;

ა მ ო ც ა ნ ა:  ექსკურსიების საინფორმაციო  ბროშურების შექმნის, გაუგებარ სიტყვათა განმარტებითი ლექსიკონისა და ფოტო- ვიდეო მასალის ასახვის გზით, ქართული ენის, ლექსიკური ერთეულებისა და გრამატიკული კონსტრუქციების სწავლის ხარისხის გაუმჯობესება;

განსახორციელებელი ამოცანები:
      * მოსწავლეთა მიერ ტურისტული საინფორმაციული ბუკლეტების დამზადება;
      * მოსწავლეთა დაყოფა ჯგუფებად, მათი ინტერესებისა და შესაძლებლობების მიხედვით;
      * ინფორმაციის მოძიება, ფოტოების გადაღება ან ინტერნეტით მოძიება, მარშუტის შექმნა და პრეზენტაცია;

პროექტის მოკლე აღწერა:
    ლექსიკური ერთეულებისა და გრამატიკული კონსტრუქციების უკეთ გააზრების მიზნით მოსწავლეები დაამზადებენ  ტურისტულ საინფორმაციო ბუკლეტებს.
მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად დაადგენენ ბროშურაზე მუშაობის გეგმას:
    კლასი დაიყოფა ჯგუფებად, მათი ინტერესებისა და შესაძლებლობების მიხედვით (ერთს ევალება ინფორმაციის მოძიება, მეორეს- ფოტოების გადაღება ან ინტერნეტით მოძიება, მესამეს მარშუტის შექმნა, მეოთხეს -პრეზენტაცია)
   ამის შემდეგ მოსწავლეები იწყებენ დამოუკიდებლად მუშაობას.


       აქტივობა1-ლი.
 მასწავლებელმა მოსწავლეებს სთხოვა დაესახელებინათ ჩვენს სოფელთან უახლოესი ქალაქი - მცხეთა და ამ ქალაქის ღირსშესანიშნაობები, ყველა ჩამონათვალი დაფიქსირდა დაფაზე.
   მოსწავლეებმა მოკლედ დაახასიათეს თითოეული ადგილი, მასწავლებელი დაეხმარა მათ ინფორმაციის გახსენებასა და სრულყოფაში.











აქტივობა მე-2.
  მოხდა მოსწავლეთა მიერ მოძიებულ ინფორმაციაზე მუშაობა, თუ რამდენად სწორად იყო გამართული ტექსტი; აგრეთვე  იმ გრამატიკულ კონსტრუქციებზე და ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობა, რომელიც გამოყენებული იქნა ბუკლეტის შექმნისას, აქვე იყო პირველი შუალედური განმავითარებელი შეფასება. იხ დანართი 1.









აქტივობა  მე-3.
 ბუკლეტის ტექსტის დამუშავების შემდეგ  მოსწავლეებმა იმუშავეს მარშრუტის შექმნაზე. დაასახელეს თუ რომელი ტრანსპორტის საშუალებით შეიძლებოდა  გადაადგილება და რა დრო დასჭირდებოდათ ამისთვის, აქვე გაფორმდა ბუკლეტები მოძიებული ინფორმაციით და ფოტოებით.  შემდეგ კი განმავითარებელი შეფასება.იხ.დანართი 2.






 აქტივობა მე-4.
 ჯგუფებად დაყოფილმა მოსწავლეებმა  მოახდინეს ბუკლეტის დემონსტრირება და პრეზენტაცია, მანამდე გაცნობილ პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად, აქვე შეფასდა თუ, რამდენად საინტერესოდ  და კომპაქტურად იქნა გადმოცემული ინფორმაცია აღნიშნული ობიექტის შესახებ. შეფასდა ბუკლეტის გაფორმება და პრეზენტაცია.

შ ე დ ე გ ი:
      თითოეულმა ჯგუფმა შექმნა ერთ ბუკლეტი ფოტოსურათებით და ინფორმაციით. ბუკლეტების ტექსტები სწორად არის გამართული, გამოყენებულია შესწავლილი ლექსიკური ერთეულები.
    ლექსიკური ერთეულებითა და გამატიკული კონსტრუქციების გამოყენებით შეძლეს საპრეზენტაციო მასალის ქართულად  წარმოჩენა და ყოფითი საკომუნიკაციო სიტუაციაში თავის გართმევა.
    მოსწავლეებს გამოუმუშავდათ პასუხისმგებლობის დელეგირებისა და თვითშეფასრების უნარი.


შეფასების დანართი 1. პროექტის შუალედური და საბოლოო შეფასება
პროექტის მონიტორინგი

ვის მიერ
როდის (თვე და რიცხვი)
20.09
კრიტერიუმები
პირველი შუალედური მონიტორინგი
პედაგოგი
პროექტზე მუშაობის მე-1-ლი,მე-2 აქტივობები
25.09-10.10
გასაუბრება, წინარე ცოდნა;
სწორი თანმიმდევრობით იქნა თუ არა შედგენილი ტექსტი, გრამატუკული,ლექსიკური,ორთოგრაფიული დაპუნქტუალური შეცდომები
მეორე შუალედური მონიტორინგი
პედაგოგი
პროექტზე მუშაობის მე-3 აქტივობა
12.10
მოძიებული ინფორმაციის სისწორე და სიცხადე
საბოლოო შეფასება
პედაგოგი
მოსწავლეები
დასკვნითი პრეზენტაციის შემდეგ
19.10
რამდეად საინტერესოდ და კომპლექსურად იყო გადმოცემული ინფორმაცია, აღნიშნულ ობიექტზე ბროშურის გაფორმება და პრეზენტაცია


შეფასების დანართი 2.
                            კრიტერები
ქულები
ინფორმაციის სისწორე სიცხადე

გრამატიკული სტრუქტურების სწორად ხმარება

        რამდენად კარგად წარადგინა პრეზენტატორმა სამუშაო

      ჯგუფის წევრების თანამშრომლობა

       ბუკლეტის გაფორმება

      პროექტის შეფასება





შეფასების დანართი 3. ( თვითშეფასების ფურცელი)
რა იყო პროექის მიზანი___________________________________________________
რა სამუშაოს ვასრულებდი________________________________________________
რა მომეწონა ჯგუფის მიერ დადებულ პროექტსა და სამუშაო პროცესში________
რა შეიძლებოდა უკეთ გაკეთებულიყო_____________________________________


პროექტის მსვლელობის პროცესის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა;







პროექტის პასუხისმგებელი: მარინა ჩანთარია

სკოლის ადმინისტრაცია

No comments:

Post a Comment