ჩვენ და გარესამყარო


სოციალური პროექტი  

ჩვენ და გარემო


პროექტის ავტორის სახელი, გვარი, პირადი ნომერი: მარინა ჩანთარია 

ჩატარების ადგილი:  სსიპ. მცხეთის მუნიციპალიტეტი, ციხისძირის საჯარო სკოლა
პროექტის ხანგრძლივობა: 2018-19 სასწ-წლის 11.10- დან-1.11-მდე;

პროექტის მიზანი:  ე.ს.გ.  
·          
    1.  პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის წესების დაცვა მოსწავლეებში;

     2.  გარემოზე ზრუნვის ელემენტარული წესების დაცვა;

·      3.       სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება მოსწავლეებში;

განხორციელების დრო: გრძელვადიანი მიზანი; მოკლევადიანი -- სამი კვირის განმავლობაში;

სასკოლო პროექტის ამოცანები:
·         ზრუნავს სახლის, საკლასო ოთახის, სკოლისა და ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიის ადგილის სისუფთავეზე;
·         აფასებს საზოგადოებრივი კვების და სავაჭრო ობიექტის
( მაგ.სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ობიექტები) შესაბამისობას ჰიგიენურ ნორმებთან და ამის საფუძველზე აკეთებს არჩევანს თუ სად შეიძინოს საკვები;
·         აგროვებს მონაცემებს განსხვავებული წყაროებიდან (მაგ.ფოტოები, ილუსტრაციები, უშუალო დაკვირვება), იკვლევს წარსულსა და აწყმოში ადამიანთა საქმიანობის გავლენას ბუნებრივ გარემოზე, შედეგებს წარმოადგენს;
·         იცავს ბუნებაში ცეცხლის მოხმარების წესებს(მაგ.კოცონისათვის ადგილის შერჩევა  და ჩაქრობა);
·         იცავს ბუნებაში საყოფაცხოვრებო ნარჩენების განთავსების წესს.
·         პროექტის მონიტორინგი და შეფასება
·         პროექტის პრეზენტაცია
                                                                                                    
მოსალოდნელი შედეგები:      
·         მოსწავლები და მშობლები  შეაგროვებენ დეტალურ ინფორმაციას; (ნახატები, ფოტოები);
·         განივითარებენ პირადი და საზოგადოებრივი საკუთრების- გარემოს, მოფრთხილების, დაცვის უნარ-ჩვევებს;
·         პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეები ფლობენ ინფორმაციას, ეცოდინებათ მეტი ეკოლოგიური საფრთხეებისა და საკუთარი მოქალაქეობრივი მოვალეობების შესახებ, მონაწილეობენ გარემოს დაცვის მიზნით განხორციელებულ საქმიანობაში, მოუწოდებენ სხვებსაც იზრუნონ მასზე.
განხორციელების გზები:
·          საინიციატივო ჯგუფების შექმნა -(მოსწავლეები, მოხალისე მშობლები და პედაგოგები);
·         თეორიული მასალის ზოგადად  გაცნობა;
·         დავალებების გადანაწილება ჯგუფებში:1-ლი ჯგუფი - ინფორმაციის მოძიება; მე-2 ჯგუფი-ინტერვიუ სკოლის დირექტორთან; მე-3 ჯგუფი -ინტერვიუ სკოლის დამლაგებელთან;
·         პროექტის მიმდინარეობისა და შეფასების კრიტერიუმების შედგენა;
·         მე-4 კლასელი მოსწავლეების, მოხალისე მშობლებისა და მასწავლებლების მიერ სკოლისა და ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება;
·         პროექტის შეფასება, პრეზენტაცია;

ხელისშემშლელი ფაქტორები:
       
პროექტის განხორციელებისას შეიძლება გამოიკვეთოს რისკები და ხელისშემშლელი ფაქტორები სკოლის მახლობელ ტერიტორიაზე, სადაც განთავსებულია სამრეწველო და კერძო ობიექტები, რომელთა მფლობელებმა შეიძლება არასწორად გაიგონ პროექტის ჩანაფიქრი დასუფთავების პროცესში, ამის თავიდან ასაცილებლად ხდება წინასწარი შეხვედრები, მათთან კონსულტაციები, ფლაიერების გადაცემა და იმის ხაზგასმა, რომ თითოეული მათგანის თანადგომა და მოქალაქეობრივი მხარდაჭერა აუცილებელია გარემოს დაცვის საქმეში.

პროექტის დეტალური  აღწერა:

     მოსწავლეებმა მასწავლებლისგან მიიღეს ზოგადი ინფორმაცია გარემოს შესახებ, რომ ადამიანის ზემოქმედება გარე სამყაროზე მეტად მნიშვნელოვანია და აუცილებელია მისი დაცვა, რათა გადავარჩინოთ ჩვენი მიმდებარე გარემო დაბინძურებისაგან; ნაგავი ლპობისას გამოყოფს შხამიან ნივთიერებებს, რომელიც წამლავს ჰაერს, მოწამლულ ჰაერს ვსუნთქავთ ჩვენ, ადამიანები ავადდებიან, ცხოველები კვდებიან; ნაგავი ხვდება ნიადაგში და აბინძურებს მას; ნიადაგიდან შხამიანი ნივთიერებები გადადის მცენარეებში; მცენარეებით იკვებებიან ადამიანები და ცხოველები; ნიადაგიდან და აერიდან მომწამვლელი ნივთიერებები გადადის მცენარეებში;
აგრეთვე სთავაზობს ერთ-ერთ სიტუაცია კოცონის დანთების შესახებ;
მოსწავლეები გადანაწილდნენ ჯგუფებში, რომლის თითოეული წევრი აქტიურად ჩაერთო და შეუდგა დაკისრებული მოვალეობის შესრულებას;


ა ქ ტ ი ვ ო ბ ა 1
მასწავლებელმა მიაწოდა ინფორმაცია გარემოს დაცვის შესახებ;











 ა ქ ტ ი ვ ო ბ ა 2.
  საინიციატივო ჯგუფმა  სკოლისა და ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავა; დაწერეს ლოზუნგი.



ა ქ ტ ი ვ ო ბ ა 3.
   მოამზადეს ინტერვიუ (დამლაგებელთან, დირექციის წარმომადგენელთან)  და დაამუშავეს;
   გააკეთეს პრეზენტაცია.




ა ქ ტ ი ვ ო ბ ა 4.
შეაჯამეს  შესრულებული სამუშაო, იმსჯელეს და გამართეს დისკუსია და ჩამოაყალიბეს ბუნების დაცვის უსაფრთხოების წესები: 









              გახსოვდეს!
·არ შეიძლება კოცონის დანთება იქ, სადაც ხეებია!
·არ დაანთო კოცონი გვალვის დროს!
·მხოლოდ უფროსებს შეუძლიათ ტყის ხანძრის ჩაქრობა და ისიც სპეციალური ტექნიკის გამოყენებით!
    
ა ქ ტ ი ვ ო ბ ა 5. 
    საინტერესო იყო  ლაშქრობის მოწყობა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, აგრეთვე  საცხოვრებელ სახლთან ახლოს საზოგადოებრივი კვების და სავაჭრო   ობიექტებზე; მოსწავლეებმა  დაათვალიერეს და დააკვირდნენ გარემოს:  აქედან გამომდინარე  შეასრულეს ნახატები და გადაიღეს ფოტოები, დაწერეს ლოზუნგები;                 
·         დანაგვიანებული ადგილები (საკლასო ოთახი, სკოლის ეზო, ქუჩა, მაღაზიები, ეკლესიის მიმდებარე ადგილები);
·          სანაგვე ყუთის მიღმა დაყრილი ნაგავი;
·          ადგილები, სადაც კოცონი იყო  დანთებული;











სამუშაო გეგმა, მონიტორინგი:


საპროექტო საქმიანობები
პასუხისმგებელი პირი
ვადები
1. პროექტის მიმდინარეობისა და შეფასების კრიტერიუმების შექმნა;

2. საინიციატივო ჯგუფების შექმნა




3. თეორიული მასალის ზოგადად გაცნობა

4. მიმდებარე ტერიტორიების დათვალიერება- (სკოლა, საცხოვრებელი სახლები, ეკლესია)

5.დავალებების გადანაწილება ჯგუფებში

6. მოსწავლეების, მოხალისე მშობლებისა და მასწავლებლის მიერ სკოლისა და ეკლესიის მიმდინარე ტერიტორიის დასუფთავება

7. პროექტის შეფასება, პრეზენტაცია
მასწავლებელი


მასწავლებელი, მოსწავლეები, მოხალისე მშობლები

მასწავლებელი

მასწავლებელი


მასწავლებელი

მოსწავლები, მშობლები


მასწავლებელი
მოსწავლეები
მშობლები


11.10



15.10




18.10

20.10


22.10


27.10



1.11



პროექტის შეფასების რუბრიკა:


კრიტერიუმები
კარგი
საშუალო
დაბალი
იცავს პირად და საზოგადოებრივი ჰიგიენის წესებს



ზრუნავს გარემოს დაცვაზე, ასრულებს დაკისრებულ სამუშაოს



თვითშეფასება



პრეზენტაციის მომზადება





შედეგი:
   
პროექტის მსვლელობისას მოსწავლეები ერთმანეთს  დაეხმარნენ, რაც აისახა გეგმის წარმატებით განხორციელებაში;

საჭირო რესურსები: კომპიუტერები, თაბახის ფურცლები, ერთჯერადი ხელთათმანები, სატელეფონო და ვიდეო გადამღები, ინტერნეტი.

პასუხისმგებელი პირი: მარინა ჩანთარია- ციხისძირის საჯარო სკოლის დაწყ./კლ-ის მასწავლებელი,  მე-4 კლ-ის ხელმძღვანელი.

სკოლის ადმინისტრაცია




პროექტის მსვლელობის ამსახველი ფოტოები , მოსწავლეთა მიერ შესრულებული ლოზუნგები: (დაიცავი ჩვენი ლამაზი ბუნება!!!)


















         













                               





                           

No comments:

Post a Comment